Belive

გიორგი ქოჩორაშვილს ყველაზე ჯანმრთელი მოთამაშის ჯილდო გადაეცა

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურის წინ, რომელშიც "ლევანტე" "კარტახენას" მასპინძლობდა, გიორგი ქოჩორაშვილს ყველაზე ჯანმრთელი მოთამაშისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცა.

აღნიშნული პრიზი ASISA-ს ფონდის დაარსებულია, შეხვედრის დაწყებამდე, ქართველ ნახევარმცველს, აღნიშნული ჯილდო ექიმმა ხავიერ გომეს-ფერერმა გადასცა.

Asisa Foundation არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია Asisa Group-ის მიერ. ფონდის მთავარი მიზანი სოციალურ ვალდებულებების, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და სამედიცინო განათლების გავრცელებაა. ფონდი თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო და კვლევით საზოგადოებებთან.

აღსანიშნავია, რომ ქოჩორაშვილმა კარტახენასთან გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში (3:0) დაეხმარა. გიორგის ანგარიშზე, ლა ლიგა 2-ში, უკვე 6 გოლია.

სხვა სტატიები