Belive

გიორგი ქოჩორაშვილი მომდევნო შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლევანტე" ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მორიგი, შეხვედრისთვის ემზადება, ისინი ხვალ, 25 იანვარს "დეპორტივოს" შეხვდებიან. როგორც წინასწარ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ გიორგი ქოჩორაშვილი გუნდს შეკრებაზე ტრავმის გამო არ გაყვა, ამიტომ მომდევნო შეხვედრაში ის მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ტერფის ტრავმა აქვს და გუნდი იმედოვნებს, რომ ქოჩორა მათ რიგებს მალე დაუბრუნდება.