Belive

"გიორგი მიქაუტაძეს რამდენიმე წელია ვაკვირდებით" - გალათასარაის მთავარი მწვრთნელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპულ სპორტულ მედია საშუალებებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე.

"ლიონის" ქართველ შემტევს ისეთი მსურველები ჰყავს, როგორიცაა "ლევერკუზენი", "ევერტონი" და "გალათასარაი". ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "გალათასარაისა" და "ლიონის" წარმომადგენლებს შორის ოფიციალური საუბარიც შედგა, თუმცა კლუბები სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ.

გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი "გალას" მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიქაუტაძეს რამდენიმე წელია აკვირდებიან.

ამ დროისთვის კონკრეტული ფეხბურთელების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ მიქაუტაძე ერთ-ერთია, რომელიც ძალიან მოგვწონს. მას ჯერ კიდევ 3 წლის წინ, იმ დროს ვაკვირდებოდი, როდესაც ლიგა 2-ში თამაშობდა. მიქაუტაძეს პირადად არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ის ნამდვილად მომწონს. - ოკან ბურუკი.

გიორგი მიქაუტაძემ "ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 7 გოლის გატანა შეძლო. ქართველი შემტევისთვის განსაკუთრებით პროდუქტიული დეკემბრის თვე გამოდგა და ბრწყინვალე თამაშის შედეგად, ის "ლიონის" დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის.

სხვა სტატიები