გიორგი გულიაშვილის რასინგი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გამარჯვებულია
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში გიორგი გულიაშვილის რასინგ სანტანდერმა იური ტაბატაძის კადისი 4:1 დაამარცხა და გულიაშვილის გუნდი ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონის გამარჯვებული გახდა და უმაღლეს ჩემპიონატში (ლა ლიგა 1-ში) აღზევდა. სამწუხაროდ ორივე ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია და მატჩში მონაწილეობა არცერთს მიუღია.
ლა ლიგა 2-ის ცხრილში რასინგმა 82 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე კი 77 ქულით დეპორტივო გავიდა, აღნიშნული ორი გუნდი მომდევნო სეზონში ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში იასპარეზებს. რაც შეეხება იური ტაბატაძის გუნდს, ქართველის გარეშე დარჩენილი კადისი ლა ლიგა 2-დან გავარდნას გადარჩა, მათ მე-18 ადგილი დაიკავეს.
გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, იური ტაბატაძემაც 6 გოლი გაიტანა, ასისტი კი არ შეუსრულებია.