"გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს იტალიის სერია A-ს გუნდის სკაუტები აკვირდებოდნენ" - უოტფორდის მედია
"უოტფორდის" მედია ასისტენტი ჰენრი ბენეტი, გიორგი ჩაკვეტაძეზე უახლოეს ინფორმაციას აქვეყნებს, მისი ინფორმაციით იტალიური სერია A-ს გუნდის, "კომო 1907"-ის სკაუტები "უოტფორდის" კერძოდ კი გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს აკვირდებოდნენ.
"კომო" იტალიის სერია A-ში მე-16 ადგილზეა, მთავარ მწვრთნელად კი სესკ ფაბრეგასი მუშაობს და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კლუბად ითვლება.
გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 33 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.
🚨Hearing that Como 1907 scouts were in attendance at #WatfordFC this evening to take a look at Georgi Chakvetadze.
— Henry ✍🏻⚽️ (@HenryBennett_) February 11, 2025
Como are 16th in Serie A and are regarded as one of the wealthiest clubs in Italy, and are managed by former Barcelona & Chelsea midfielder Cesc Fabregas. https://t.co/yR7yMBhIuW