გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება სანდერლენდთან მატჩში
ჩემპიონშიპის 31-ე ტურში "სანდერლენდმა" "უოტფორდს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უოტფორდს ჩემპიონატის ბოლო 3 შეხვედრა წაგებული ჰქონდა, თამაშის წინ ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, ამიტომ შედეგი პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს.
სანდერლენდი შეხვედრის მე-16 წუთზე დაწინაურდა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ანგარიში პენალტით დელე-ბაშირუმ გაათანაბრა. ტომ კლევერლის გუნდი მეორე ნახევარს აქტიურობით შეხვდა და სტუმრებმა სასტვენიდან ზუსტად 2 წუთში წინ გასვლა მოახერხეს, გოლი იმრან ლოუზას ანგარიშზეა.
თითქმის 45 წუთის განმავლობაში უოტფორდი თავს კარგად იცავდა, მეტოქეს მომენტებს არ აქმნევინებდა, თუმცა 89-ე წუთზე სწრაფად მოწოდებულ კუთხურს მოუმზადებლები შეხვდნენ და გამათანაბრებელი გოლი 89-ე წუთზე მიიღეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა - ქართველმა sofascore-ის ვერსიით 7.1 ქულა დაიმსახურა, ხოლო whoscored-მა გიორგის 7 ქულა დაუწერა. კარში ზუსტად ერთხელ დაარტყა, პასების 85%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, ხოლო 11 დუელიდან 7-ჯერ დარჩა გამარჯვებული.
უოტფორდი 42 ქულით მეათე პოზიციაზეა და 'პლეი ინის' ზონას 3 ქულით ჩამორჩება. ყვითლები მომავალ შეხვედრას "ლიდსის" წინააღმდეგ, 11 თებერვალს გამართავს.