Belive

გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება მიდლსბროს წინააღმდეგ

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 33-ე ტურის შეხვედრაში "უოტფორდმა" "მიდლსბრო" 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მუსა სისოკომ მე-40 წუთზე გაიტანა.

გიორგი ჩაკვეტაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 90+2 წუთზე შეცვალეს, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.1 შეფასება დაუწერა, ჩაკვე ბურთს 52-ჯერ შეეხო, 34 გადაცემიდან 31 ზუსტად შეასრულა (91%), კარში 3-ჯერ დაარტყა, ერთხელ დარტყმული კი დაუბლოკეს, 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გამარჯვებული დარჩა.

"უოტფორდი" ჩემპიონშიპის ცხრილში 45 ქულით მე-10 ადგილზეა (13 მოგება, 6 ფრე, 14 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 23 თებერვალს, 16:00 საათზე, "ლუტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები