Belive

გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება ლიდსის წინააღმდეგ

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიფში ,,უოტფორდის'' მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაიზარდა. ტომ კლევერლის გუნდი ,,ლიდსთან'' საკუთარ მოედანზე 0:4 დამარცხდა.

მატჩში 90 წუთი ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც Sofascore-სგან 6.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 62-ჯერ შეეხო, 47-დან 40 სწორი გადაცემა გააკეთა (83), 5-დან 4 დუელი მოიგო და კარისკენ ერთხელ დაარტყა, მისი 4 დრიბლინგის მცდელობიდან 3 წარმატებული გამოდგა.

6.4 ქულით შეაფასა 25 წლის შემტევის თამაში Whoscored-მა, 6.4-ით კი - Flashscore-მა.

32 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდს'' 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 15 თებერვალს, ,,მიდლსბროს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები