Belive

გიორგი ჩაკვეტაძე ბურთის ფლობის მაჩვენებლით ჩემპიონშიპში ლიდერობს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სტატისტიკის საფეხბურთო გვერდმა Opta-მ ინგლისის ჩემპიონშიპის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეც ფიგურირებს, უფრო მეტიც პირველ ადგილსაც კი იკავებს. კონკრეტული სტატისტიკა ეხება მიმდინარე სეზონში შეტევაში ბურთის ფლობას, თითოეული გარბენილი მეტრის მიხედვით. ქართველ შემტევს ამ მხრივ 5477 მეტრი დაუფიქსირდა და მეორეადგილოსანს თითქმის 1 კილომეტრით უსწრებს.

სრულად ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  • გიორგი ჩაკვეტაძე - 5,477

  • ჯო როდონი - 4,694

  • ჯონ მელიში - 3,342

  • ჰარი დარლინგი - 3,288

  • ლაიამ გორდონი - 3,231

ამას გარდა ქართველი ფეხბურთელი ერთადერთია ვისაც 50+ დარტყმა, 50+ შექმნილი საგოლე შანსი და 50+ წარმატებული დრიბლინგი აქვს.

გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები