გალათასარაი ჟოზე მოურინიოს რასისტულ განცხადებებში ადანაშაულებს
თურქული საფეხბურთო კლუბი "გალათასარაი" ჟოზე მოურინიოს რასისტულ განცხადებებში ადანაშაულებს, გუნდმა პორტუგალიელი სპეციალისტის მისამართით ოფიციალური წერილი უკვე გამოაქვეყნა. გუშინ ჟოზე მოურინიოს "ფენერბაჰჩე"-სა და "გალათასარაის" შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც 0:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მოურინიომ ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება, მსაჯებს მადლობა გადაუხადა და "გალათასარაის" ფეხბურთელებს მაიმუნები უწოდა. მან ასეთი რამ თქვა:
მადლობა მინდა გადავუხადო მსაჯებს, რადგან პირველივე წუთზე ჯარიმის ეპიზოდში "გალათასარაის" წარმომადგენლები ჩემი ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათის მიცემას ითხოვდნენ და მაიმუნებივით დახტოდნენ. მსაჯი, რომ თურქი ყოფილიყო მას გააფრთხილებდა, მე კი მე-5 წუთზე უკვე შეცვლის განხორციელება მომიწევდა. - ჟოზე მოურინიო - "ფენერბაჰჩეს" მთავარი მწვრთნელი
"გალათასარაის" ოფიციალური წერილი კი ასეთია:
"ფენერბაჰჩეს" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც თურქეთში მუშაობის დაწყების დღიდან რეგულარულად იყენებს დამამცირებელ სიტყვებს თურქი ხალხის მიმართ, ახლა თავის ამორალურ განცხადებებს არაადამიანური რიტორიკა დაუმატა.
გაცნობებთ, რომ ჟოზე მოურინიოს მიმართ ამ რასისტულ განცხადებებთან დაკავშირებით, პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივარს შევიტანთ, ასევე წარვადგენთ საჩივარს უეფასა და ფიფაშიც. - გალათასარაის ოფიციალური წერილი
📌 Club Statement from Galatasaray SK
— Galatasaray EN (@Galatasaray) February 24, 2025
Since the commencement of his managerial duties in Türkiye, Fenerbahçe manager Jose Mourinho has persistently issued derogatory statements directed towards the Turkish people. Today, his discourse has escalated beyond merely immoral comments… pic.twitter.com/NRLsk9F4kT