გადაწყვეტილება მიღებულია - მანჩესტერ სიტიში გვარდიოლას ეპოქა სრულდება
პრემიერ ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „მანჩესტერ სიტისა“ და „ბორნმუთის“ დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა, რამაც „ლონდონის არსენალთან“ მდევრის როლში მყოფი მანჩესტერელებისთვის, ჩემპიონობის შანსები საბოლოოდ გააქრო. ამის შემდეგ, ბევრი იწერება გვარდიოლაზე, რომელიც სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, მაგრამ თავად პეპი, ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს.
„ამ საკითხზე ღიად საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან ჯერ უნდა გავესაუბრო ჩემს თავმჯდომარეს, სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს. ამ წუთას, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი, გუნდის გაძლიერება და მაღალ დონეზე თამაშია, როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე“. - პეპ გუარდიოლა
მიუხედავად გვარდიოლას პოზიციისა, ზოგიერთი გამოცემის, მათ შორის ESPN-ის ინფორმაციით, „სიტის“ ხელმძღვანელობა შეგუებულია იმ აზრს, რომ გვარდიოლა სეზონის ბოლოს წავა. ხოლო მის შემცვლელად, „ლონდონის ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი, ენცო მარესკა სახელდება.
🚨 Pep Guardiola has informed Manchester City that he will leave the club this summer.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 18, 2026
Decision confirmed and official statement to follow as Pep will say goodbye to Man City fans very soon.
Only one name to replace Pep: Enzo Maresca. pic.twitter.com/D6pVvkhN5E
„სიმართლე გითხრათ, მეც არაფერი ვიცი. ეს მისი გადაწყვეტილებაა და თავად უნდა გააკეთოს განცხადება.“ - ბერნარდო სილვა
ესპანელ სპეციალისტს „მანჩესტერ სიტისთან“ ათწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ამ დროის განმავლობაში, პეპის ხელში, „სიტიმ“ სხვადასხვა ტურნირზე ჯამში 20 ტიტული მოიგო. მათ შორის, ნანატრი ჩემპიონთა ლიგა.