ფეხბურთელები, რომლებსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი წუთი აქვთ ნათამაშები
ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ბოლო 5 სეზონის განმავლობაში ოფიციალურ მატჩებში ყველაზე მეტი წუთი აქვთ ნათამაშები. ხაზგასასმელია, რომ სტატისტიკა მხოლოდ მინდვრის მოთამაშეებს ეხებათ.
რეიტინგის სათავეში პარაგვაის ეროვნული ნაკრებისა და პალმეირასის ცენტრალური მცველი, გუსტავო გომესია, რომელსაც ბოლო 5 სეზონში მოედანზე 28 194 წუთი აქვს გატარებული. მეორე ადგილზე იუნაიტედისა და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეშია (27 634 წუთი), მესამეზე კი - ბენფიკასა და არგენტინის ნაკრების მცველი - ნიკოლას ოტამენდი (26 791 წუთი).
CIES - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი წუთი ითამაშეს:
გუსტავო გომესი - პალმეირასი და პარაგვაის ნაკრები, 28 194 წუთი;
ბრუნო ფერნანდეში - მანჩესტერ იუნაიტედი და პორტუგალიის ნაკრები, 27 634 წუთი;
ნიკოლას ოტამენდი - ბენფიკა და არგენტინის ნაკრები, 26 791 წუთი;
ჰარი კეინი - ტოტენჰემი, ბაიერნი და ინგლისის ნაკრები, 25 680 წუთი;
დეკლან რაისი - ვესტ ჰემი, არსენალი და ინგლისის ნაკრები, 25 351 წუთი;
კილიან მბაპე - პსჟ, რეალი და საფრანგეთის ნაკრები, 25 199 წუთი;
ხუნიორ ალონსო - კრასნოდარი, ატლეტიკო მინეირო, პარაგვაის ნაკრები, 25 039 წუთი;
ჰანს ვანაკენი - ბრიუგე და ბელგიის ნაკრები, 24 965 წუთი;
იოზუა კიმიხი - ბაიერნი და გერმანიის ნაკრები, 24 575 წუთი;
მარლონ ფრეიტასი - ატლეტიკო გოიანიენსე და ბოტაფოგო, 24 558 წუთი
Most official game minutes over last five years, outfield players 🌏
— CIES Football Obs (@CIES_Football) December 17, 2025
🥇 #GustavoGomez 🇵🇾 28,194'
🥈 #BrunoFernandes 🇵🇹 27,634'
🥉 #NicolasOtamendi 🇦🇷 26,791'#Kane 🏴 #Rice 🏴 #Mbappe 🇫🇷 #Alonso 🇵🇾 #Vanaken 🇧🇪 #Kimmich 🇩🇪 #Marlon 🇧🇷
Top 💯 👉 https://t.co/FV6B84SlFX pic.twitter.com/qhZv8dlhlT