Belive

ფაბრიციო რომანო: "ფელიპე ლუისი მონაკოს ახალი მთავარი მწვრთნელია"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 40 წლის ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი - ფელიპე ლუისი, ახალი სეზონიდან მონაკოს ჩაიბარებს.

მიუხედავად სხვა კლუბების ინტერესისა, ფელიპე ლუისმა უკვე დადებითი პასუხი თქვა და მზად არის, რომ ახალი სეზონიდან ფრანგული გუნდი გაწვრთნას. ასევე საინტერესოა, რომ ეს მისი პირველი ევროპული კლუბი იქნება მის სამწვრთნელო კარიერაში.

40 წლის ბრაზილიელმა მწვრთნელმა რამდენიმე დღის წინ კლუბი ოფიციალურად დატოვა, თუმცა, მან 2 სეზონის განმავლობაში კლუბში ბრწყინვალე სეზონები გაატარა და კლუბთან ერთად: ბრაზილიის ჩემპიონატი, ბრაზილიის თასი, ბრაზილიის სუპერ თასი, კოპა ლიბერდატორესი, 2-ჯერ რიო დე ჟანეიროს შიდა ჩემპიონატი მოიგო.

მონაკომ გადაწყვიტა, რომ ცუდი და წარუმატებელი სეზონის შემდეგ, სებასტიან პოკონიოლი შეცვალოს, ვინაიდან და რადგანაც კლუბმა სეზონი ჩააგდო. მონაკომ საფრანგეთის ჩემპიონატი მე-7 პოზიციაზე დაასრულა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფში ითამაშებს.

სხვა სტატიები