Belive

ესპანეთთან მატჩის შემდეგ ჯორდან პიკფორდს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

6 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთთან მატჩში ჯეიმს ტრაფორდის ბრწყინვალე პერფორმანსის შემდეგ, დისკუსია მიმდინარეობს, თუ ვინ უნდა იყოს ტომას ტუხელისთვის პირველი არჩევანი. ლიდსის მეკარეს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, გერმანელი სპეციალისტისთვის საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინა, რაც მან იდეალურად გამოიყენა.

გასულ კვირას, ტუხელმა განაცხადა, რომ მისი პირველი არჩევანი ჯორდან პიკფორდი იყო, მაგრამ "ფურია როხას" გამარჯვების შემდეგ, 53 წლის სპეციალისტმა რიტორიკა შეცვალა. ინგლისის ნაკრების თავკაცმა განაცხადა, რომ მისთვის პირველი ნომერი არ არსებობს და ტრაფორდმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ტრაფორდს ეროვნულ ნაკრებში ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ხუთივე 2026 წელს. მუნდიალის დასრულების შემდეგ, "სამი ლომის" ყველა დაპირისპირებაში, ლიდსისა და ევერტონის კარის დარაჯები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. პიკფორდმა ერთა ლიგაზე, ინგლისის კარი ჩეხეთისა და ხორვატიის წინააღმდეგ დაიცვა. ტრაფორდმა კი, ჩეხეთთან ერთ, ხოლო ესპანეთთან, ორივე შეხვედრაში ითამაშა.

პიკფორდს, ინგლისის ნაკრებში, 94 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი 2017 წელს, გერმანიის წინააღმდეგ შედგა. ის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. პიკფორდმა ამ პერიოდში, ინგლისის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის ორი ფინალი (2021, 2024) და მსოფლიო ჩემპიონატის ორი ნახევარფინალი (2018, 2026) ითამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ პიკფორდი, ერთი შეხედვით, ეროვნულ გუნდში კვლავ ნომერ პირველ მეკარედ განიხილება, აშკარაა, რომ ტრაფორდის სახით, მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, რაც ინგლისის ნაკრებში მეკარის პოზიციაზე სიტუაციას ძაბავს.

სხვა სტატიები