,,ეს შენი პროფესიონალიზმისა და განათლების ნაკლებობაზე მიუთითებს'' - მექსიკელი ფეხბურთელი მესის
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მექსიკურ ,,ამერიკასთან'' მესის მიერ გატანილი გოლის აღნიშვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არგენტინელმა მექსიკელ გულშემატკივარს ხელით ანიშნა, რომ ,,ალბისელესტეს'' 3 მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული, მათ ნაკრებს კი - არცერთი.
ლეო მექსიკის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ადოლფო ბაუტისტამ გააკრიტიკა, რომელმაც ინსტაგრამზე დაწერა:
,,შენით, როგორც ფეხბურთელით აღფრთოვანებული ვარ... მაგრამ, ჩემი ქვეყნის დაცინვა შენი პროფესიონალიზმისა და განათლების ნაკლებობაზე მეტყველებს.'' - ადოლფო ბაუტისტა
,,ინტერ მაიამისა'' და ,,ამერიკის'' ამხანაგური მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი მესის გუნდმა იმარჯვა.