Belive

ენცო რეალზე საუბრის გამო დასაჯეს | კაპიტანი კლუბიდან 2 მატჩით მოკვეთეს

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი და ლონდონის ჩელსის კაპიტანი - ენცო ფერნანდესი, კლუბმა 2 მატჩით იმ მიზეზით დასაჯა, რომ მან მადრიდის რეალში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, არგენტინის ნაკრების შეკრებაზე მას კითხვა დაუსვა, თუ სად სურდა თამაში და განიხილავდა თუ არა 'სამეფო კლუბში' თამაშს, რაზეც მან უპასუხა, რომ მას ძალიან სურს რეალში თამაში.

ამ ფაქტის შესახებ, დღევანდელ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა - ლიამ როსეინორმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა ისეთი წითელი ხაზები გადაკვეთა, რაც უპატიებელია, სწორედ ამის გამო იგი დაისჯება და 2 მატჩს გამოტოვებს.

"როგორც საფეხბურთო კლუბმა, გადაწყვეტილება მივიღეთ პირადად მე და კლუბის რამდენიმე ხელმძღვანელმა, რომ ის ხვალინდელ თამაშზე და მომავალ კვირას მანჩესტერ სიტისთან მატჩში არ იქნება ხელმისაწვდომი.

დაახლოებით ერთი საათის წინ ვესაუბრე ენცოს და ავუხსენი სიტუაცია, მან ეს ყველაფერი ცოტა მძიმედ მიიღო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მიხვდება მის შეცდომას.

ამ განცხადებით, ჩვენი კულტურისა და კლუბის აშენების თვალსაზრისით, წითელი ხაზები გადაილახა, რითაც ძალიან გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები ვართ..." - ლიამ როსენიორი

ასე და ამგვარად, ენცო ფერნანდესი ასოციაციის თასზე ჩელსის ვერ დაეხმარება, ხოლო მეორე მატჩს პრემიერ ლიგაში, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამოტოვებს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 25 წლის არგენტინელის ტრასნფერით ძალიან არის დაინტერესებული 'სამეფო კლუბი' და ისინი ყველა ხერს მიმართავენ, რომ ენცო მომავალი სეზონიდან მათ შემადგენლობაში იყოს.

სხვა სტატიები