Belive

ენცო მარესკამ სიტისთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარესკამ სიტისთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. მას შემდეგ, რაც გვარდიოლას წასვლაზე ჭორები დაირხა, იტალიელი სპეციალისტი პეპის მთავარ შემცვლელად განიხილებოდა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მარესკა "ქალაქელებთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

უკვე დადასტურებულია, რომ პეპ გვარდიოლასთვის ასტინ ვილასთან შეხვედრა ბოლო იქნება. გვარდიოლამ "ქალაქელები" 2016 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ კლუბს ბევრი ტიტული მოაგებინა. 6 პრემიერ ლიგა, 3 FA თასი, 5 ინგლისის ლიგის თასი, 3 ინგლისის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი და სანატრელი ჩემპიონთა ლიგა. ინგლისური კარიერის დროს პეპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა.

სხვა სტატიები