დონარუმა: ,,კვარასთან საუბარი იტალიურად დავიწყე, უფრო სწორად - ნეაპოლურად''
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
,,კვარაცხელიასთან საუბარი იტალიურად დავიწყე, უფრო სწორად - ნეაპოლურად (იცინის)... მან რამდენიმე სიტყვა იცის.
ხვიჩა სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.'' - ჯანლუიჯი დონარუმა
ხვიჩა კვარაცხელიამ ,,პარი სენ ჟერმენთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პარიზულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევრო გადაიხადა.
კვარა ,,პსჟ-ში'' ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს მიიღებს. შედარებისთვის, ,,ნაპოლიში'' მისი ანაზღაურება 1.8 მილიონი ევრო იყო.
ხვიჩას დებიუტი ახალ კლუბში, სავარაუდოდ, შაბათს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში, ,,რეიმსთან'' მატჩში შედგება.