Belive

დიეგო სიმეონემ ლუის არაგონესის ისტორიული რეკორდი მოხსნა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში ატლეტიკო მადრიდმა სტუმრად ხეტაფე 0:3 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა გამორჩეული იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით, კერძოდ იმით, რომ დიეგო სიმეონემ ლა ლიგის ისტორიაში მთავარი მწვრთნელის რანგში 345-ე გამარჯვება მიითვალა და ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე მწვრთნელი გახდა.

არგენტინელმა სპეციალისტმა ამ გენიალური შედეგით ლუის არაგონესს გადაუსწრო, რომელსაც 344 გამარჯვება ჰქონდა. აქ გამოსარჩევია კიდევ ერთი უნიკალური დეტალი - დიეგო სიმეონემ 345 შეხვედრის მოგება 567 მატჩში მოახერხა, ხოლო არაგონესს 344 მოგებამდე მისასვლელად 757 შეხვედრა დასჭირდა.