Belive

დეპაი ბრაზილიაში თავნებობს - ნიდერლანდელი თამაშისას ტელეფონს იყენებდა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კორინთიანსისა და ფლამენგოს დაპირისპირებაში (1:1), მასპინძელთა თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ, 22-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მინდვრის დატოვება ნაადრევად მოუხდა. სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას, ის მობილურ ტელეფონს იყენებდა, რაც ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლება შენიშნეს.

მემფის დეპაიმ, მატჩის შემდეგ ინციდენტი განმარტა - მიმართვაში ნიდერლანდელმა განაცხადა, რომ მის ქმედებას არაფერი ჰქონდა საერთო ყურადღების გაფანტვასთან ან პროფესიონალიზმის ნაკლებობასთან, ის უბრალოდ პირადი სამედიცინო შტაბის წევრებთან დაკავშირებას ცდილობდა.

მან ასევე ნათლად განაცხადა, რომ ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, გადაწყვიტა, გასახდელში დარჩენის ნაცვლად, თანაგუნდელების მხარდასაჭერად, სათადარიგოთა სკამზე მჯდარიყო. ასეა თუ ისე, დეპაიმ ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებისგან შენიშვნა დაიმსახურა, მას მობილური სწრაფადვე შეანახინეს.