დე ლაურენტისი: "დათვივით გვძინავს - იტალიის ჩემპიონატი 16 გუნდამდე უნდა შემცირდეს"
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლაზე კომენტარი გააკეთა. ჯენარო გატუზოს გუნდმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან წააგო (1-1, პენალტების სერიაში 1-4) და ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.
წარსულში სერია A-ში 16 გუნდი იყო, მაგრამ დღეს 20 გვყავს. თუ 16-გუნდიან ფორმატს დავუბრუნდებით და სუპერთასს საუდის არაბეთში არ ჩავატარებთ, ფეხბურთელების ენერგიას დავზოგავთ - ამ ყველაფრის ფასს ჩვენ ვიხდით და არა ფიფა ან უეფა. ეს ეროვნული გუნდის ვარჯიშისთვის საკმარის დროს მოგვცემს.
იტალიური ფეხბურთი წლების განმავლობაში ზამთრის ძილითაა დაკავებული. არაფერი იცვლება, რადგან ყველა უბრალოდ მიჰყვება დინებას და მე არ ვარ ისეთი, ვინც ამას შეეგუება. მე ვიკავებ პოზიციას, რომელიც სხვებისთვის არაკომფორტულია, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როდესაც სწორ მხარეს ხარ. - განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა
Aurelio De Laurentiis ha commentato a Radio CRC la disfatta dell'Italia, che ha mancato l'obiettivo qualificazione al Mondiale ancora una volta 🚨#delaurentiis #italia pic.twitter.com/vkL9uRS9Zh
— Spazio Napoli (@Spazio_Napoli) April 1, 2026