დე ლა ფუენტე: ,,ესპანეთის ნაკრებში გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრი რამაა''
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, მისი გუნდის პროფესიულ ზრდაზე ისაუბრა:
- იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც ახლახან ვნახეთ, რა შეიძლება გაუმჯობესდეს ესპანეთის ნაკრებში?
- გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრი რამ არის, რადგან ამ გუნდს შეუძლია, ბევრად უფრო ძლიერი გახდეს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
ჩვენ მუდამ გამარჯვებისკენ მივისწრაფით და უკვე ვფიქრობთ, როგორ გავხდეთ უკეთესები. ამ გუნდით ძალიან ვამაყობ! - ლუის დე ლა ფუენტე
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ესპანეთმა ჯერ ბულგარეთს მოუგო (3:0), შემდეგ კი თურქეთი გაანადგურა (6:0).
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი მომავალ შეხვედრას 11 ოქტომბერს, ესპანეთში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.