დე ძერბი პრემიერ ლიგაში ბრუნდება - იტალიელი მწვრთნელი ტოტენჰემს ჩაიბარებს
46 წლის იტალიელი თავკაცი - რობერტო დე ძერბი, ტოტენჰემთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით, კონტრაქტის ყველა დეტალი მოგვარებულია, ინფორმაციის გაოფიციალურებამდე კი რამდენიმე საათია დარჩენილი.
მას შემდეგ, რაც მხოლოდ 44-დღიანი მუშაობის შემდეგ, ტოტენჰემმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იგორ ტუდორი გაათავისუფლა, 'დეზებმა' გადაწყვიტეს ისეთი მწვრთნელის მოძებნა, რომელსაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ენდობიან, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგს დააფიქსირებს კლუბი.
🚨 𝗝𝗨𝗦𝗧 𝗜𝗡: Roberto De Zerbi has been offered a long-term contract and a significant financial package by Spurs.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) March 30, 2026
This would make him one of the highest paid managers in the Premier League.
— @TheAthleticFC pic.twitter.com/tjUSIGAv1O
ცნობილი ხდება, რომ იტალიელი მწვრთნელი ტოტენჰემის წინადადებით კმაყოფილია და მზად არის, რომ კონტრაქტის პირობებს დათანხმდეს. ასევე იწერება, რომ კონტრაქტის მიხედვით, რობერტო დე ძერბი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
46 წლის იტალიელ სპეციალისტს პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი 2022-2024 წლებში ბრაიტონს წვრთნიდა, სადაც კლუბი მოედანზე 89-ჯერ გაიყვანა, საიდანაც 38-ჯერ მოიგო, 31-ჯერ დამარცხდა, ხოლო 20-ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა.
ამის შემდეგ იყო მარსელი, სადაც კლუბს მშვენიერი შედეგები დაადებინა, თუმცა ბოლო პერიოდში ფრანგულ გუნდში სიტუაცია ძალიან აირია, რის გამოც მან კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ახლა ტოტენჰემი, გასავარდნი ზონის მე-18 ადგილს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს და კლუბი უმძიმეს სიტუაციაშია...