Belive

"დავიდ ნერეშს კვლავ ტრავმა აქვს და მინიმუმ კიდევ 20 დღე ნაპოლის ვერ დაეხმარება" - Corriere dello Sport

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ბრაზილიელმა შემტევმა დავიდ ნერეშმა სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრაში (9 თებერვალი) "უდინეზეს" წინააღმდეგ მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, მას შემდეგ 27 წლის ფეხბურთელმა 2 შეხვედრა უკვე გამოტოვა, მაგრამ იტალიური გამოცემა Corriere dello Sport წერს, რომ ის მომდევნო ორ შეხვედრას "ინტერის" (1 მარტი) და "ფიორენტინას" (9 მარტი) წინააღმდეგ მატჩებსაც გამოტოვებს.

ნერეშის გამოჯანმრთელების შესახებ დაზუსტებით არაფერია ცნობილი, მაგრამ სავარაუდო დაბრუნების თარიღად 16 მარტი სახელდება, მაშინ როდესაც ნეაპოლური გუნდი ვენეციას ესტუმრება, ბრაზილიელის შემცვლელად ნოა ოკაფორიც მოიაზრება, მაგრამ ნერეშის მსგავსად მასაც ტრავმა ჰქონდა, ბოლო თამაშებში დაბრუნდა, თუმცა მცირე სათამაშო დროს იღებს.

"ნაპოლის" სერია A-ს ბოლო 5 შეხვედრაში 3 ფრე და 1 მარცხი აქვს, ანტონიო კონტეს გუნდი 56 ქულით ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს და ლიდერ "ინტერს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები