Belive

დაბრუნება უმძიმესი ტრავმის შემდეგ - ჯამალ მუსიალამ ვარჯიში განაახლა

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ჯიჯი დონარუმასთან შეჯახების შემდეგ, ჯამალ მუსიალამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც მას ახალი სეზონი არ დაუწყია და 2025 წელს ვერც ითამაშებს. ფეხის მოტეხილობის გამო, ჯამალ მუსიალას დაუყოვნებლივ ოპერაცია ჩაუტარდა, სარეაბილიტაციო პროცესი კი 5-6 თვით განისაზღვრა.

16 დეკემბერს, ჯამალ მუსიალა ბაიერნის სავარჯიშო ბაზაზე გამოჩნდა და ინდივიდუალურად ვარჯიშის შემდეგ, დღეს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა - 22 წლის გერმანელი იანვრიდან მოედანზე ოფიციალურად დაბრუნდება,

შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალამ 2024/25 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლის გატანა შეძლო, ახალი სეზონი კი მას 10-ნომრიანი მაისურით უნდა დაეწყო, თუმცა საშინელი ტრავმა მიიღო.

როგორც კი იგი სათამაშოდ მზად იქნება, ჯამალ მუსიალა 10-ნომრიან მაისურს პირველად მოირგებს - გერმანულ მედიაში კი ვარაუდობენ, რომ 22 წლის ვარსკვლავი მოედანს იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება და ვოლფსბურგთან (11 იანვარს) სამატჩო განაცხადში იქნება.

გერმანელები ასევე დიდ იმედს იტოვებენ, რომ მუსიალა მსოფლიო ჩემპიონატამდე კარგ ფორმაში შევა, რადგან იგი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

სხვა სტატიები