Belive

ჩაკვეტაძემ გაიტანა | უოტფორდმა გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდთან წააგო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 24-ე ტურში "უოტფორდმა" გასავარდნ ზონაში მყოფ "კარდიფს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი პრემიერლიგაში დაწინაურებისთვიის იბრძვის, ამიტომ მათთვის ეს აუცილებლად ასაღები 3 ქულა უნდა ყოფილიყო.

ისევე, როგორც მატჩების უდიდეს ნაწილში, ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და საკუთარი გუნდის ერთადერთი გოლიც მის ანგარიშზეა. შეხვედრის 38-ე წუთზე გიორგიმ ვატას ჩაწოდებით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ეს მისი მეორე გოლია მიმდინარე სეზონში. სტუმართა მხრიდან დუბლი კალუმ რობინსონმა შეასრულა, ირლანდიელმა ჯერ მე-2 წუთზე გაიტანა, შემდეგ კი ჩაკვეტაძის გოლიდან 4 წუთში გაიყვანა კარდიფი ისევ წინ. გიორგი ჩაკვეტაძემ sofascore-გან 6.9 ქულა, ხოლო whoscored-გან კი 6.7 ქულა დაიმსახურა.

უოტფორდი წელს ჩემპიონშიპის ექვსეულში ამთავრებს. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პრემიერლიგაში პირდაპირი წესით აღზევდებიან, ხოლო მესამედან მეექვსე ადგილის ჩათვლით მყოფ გუნდებს პლეი ოფის თამაში მოუწევთ, ამიტომ მე-6 ადგილიც იძლევა ელიტაში დაწინაურების შანსს.

სხვა სტატიები