ბუფონი შვილის ჩეხეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, შვილზე, ლუი ტომას ბუფონზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის 18-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს:
,,ეს გადაწყვეტილება თავისით მიიღო, ასე მოიქცა პიზაში გადასვლის დროსაც. ოჯახშიც ვისაუბრეთ და ყველანი ბედნიერები ვართ. მან მომავალშიც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და საკუთარ გზას გაჰყვეს. მთავარია, ეს ყველაფერი ზეწოლის გარეშე მოხდეს, რადგან ის ბუფონია.
ყველაფერი რაც ახლა აქვს, თავად მოიპოვა. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.'' - ბუფონი
ლუი ბუფონს იტალიისა და ჩეხეთის მოქალაქეობა აქვს (დედა, ალენა შერედოვა ჩეხი მოდელია). 17 წლის შემტევი, 16 თებერვალს, ,,ჩეზენასთან'' მატჩში, ,,პიზას'' განაცხადში მოხვდა.