ბუდუ ზივზივაძის შეფასება კაიზერსლაუტერნის წინააღმდეგ
ბუნდესლიგა 2-ის მე-15 ტურის შეხვედრაში "კარლსრუე" "კაიზერსლაუტერნთან" 3:1 დამარცხდა.
ბუდუ ზივზივაძემ მატჩში შეუცვლელად ითამაშა, Sofascore-მა მას 6.4 შეფასება დაუწერა. ქართველმა ფორვარდმა კარისკენ ერთხელ დაარტყა, ერთხელ დარტყმულიც კი დაუბლოკეს, ბურთს 28-ჯერ შეეხო, 16-დან 12 გადაცემა ზუსტად შეასრულა (75%), 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გამარჯვებული დარჩა.
#ABPFIFF! |3:1| Heute tuts besonders weh.
— Karlsruher SC (@KarlsruherSC) December 7, 2024
___________
In wenigen Minuten:
⚽ Spielbericht auf https://t.co/AciPhj54aY
📺 Zusammenfassung auf https://t.co/dd8L5GmlOK#FCKKSC #KSCmeineHeimat pic.twitter.com/Sh7QwhMabx
"კარლსრუე" ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 23 ქულით მე-6 პოზიციაზეა (6 მოგება, 5 ფრე, 4 მარცხი). მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი 13 დეკემბერს, 21:30 საათზე "რეგენსბურგის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს და 5 ფეხბურთელთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო თანამბომბარდირია.