ბრიტანეთიდან საუდის არაბეთში - ბრენდან როჯერსი ალ ქადისას მთავარი მწვრთნელია
ძალიან გამოცდილი და ცნობილი 52 წლის ჩრდ. ირლანდიელი მწვრთნელი - ბრენდან როჯერსი, სამწვრთნელო კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ კი ალ ქადისაში გააგრძელებს.
Brendan Rodgers joins #AlQadsiah as Head Coach 📄
— AlQadsiah Saudi Club (@AlQadsiahEN) December 16, 2025
🔗 https://t.co/fTIxppKjbi
#BrendanQadsawi pic.twitter.com/w6rv4eespD
როჯერსმა საუდის არაბულ კლუბთან 2.5-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 2028 წლის ივნისამდე დარჩება. ასევე ცნობილი ხდება, რომ მას ხელფასის სახით იმდენი ფული გადაუხადეს, რამდენიც ლივერპულში 3 წლიანი ყოფნის დროს ერთად არ აუღია.
ბრენდან როჯერსი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია, რომელსაც სრულად ბრიტანული გამოცდილება აქვს - მას პრემიერ ლიგის გრანდებსა და შოტლანდიურ სელტიკში უმუშავია.
უოტფორდი (2008-2009)
რედინგი (2009)
სოუნსი (2010-2012)
ლივერპული (2012-2015)
სელტიკი (2016-2019)
ლესტერი (2019-2023)
სელტიკი (2023-2025)
ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, რომელშიც 52 წლის ჩრდ. ირლანდიელს უმუშავია. გარდა ამისა, მან ლესტერთან ერთად ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო, სელტიკს კი შოტლანდიის ჩემპიონატი 4-ჯერ, თასი 3-ჯერ, ხოლო ლიგის თასი 4-ჯერ მოაგებინა.