ბარსელონამ რაშფორდი 30 მილიონად არ იყიდა
ბარსელონამ უარი თქვა მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელის, მარკუს რაშფორდის იმ ფასად შეძენაზე, რომელზეც კლუბები შეთანხმდნენ.
გასულ ზაფხულს, კატალონიელებმა ინგლისელი იჯარით აიყვანეს, რასაც თან ერთვოდა 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ოფცია. SER Catalunya-ს ჟურნალისტი, ნილ სოლა აცხადებს, რომ გამოსყიდვის პუნქტი მარტში ამოიწურა და „ბლაუგრანამ“ ის არ გამოიყენა.
ახლა, ბარსელონას ხელახლა მოლაპარაკება სურს, რათა შეამციროს 28 წლის თავდამსხმელის გამოსასყიდი პუნქტი ან ისევ იჯარით, კიდევ ერთი სეზონით დაიტოვოს რაშფორდი, რაც რთული იქნება.
ამ ეტაპზე, კლუბი და ფეხბურთელი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, რომ არ განაახლონ პარტნიორობა, ვიდრე შეთანხმებას მიაღწიონ.
Marcus Rashford’s €30m buy-back option for Barcelona expired in March without being activated. Barça are now hoping to negotiate a lower fee or extend the loan [@QueThiJugues, @Nilsola10]
— utdreport (@utdreport) April 1, 2026