ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა ისევ გაიტანა
ავსტრიის ჩემპიონატის 31-ე ტურში ჰარტბერგმა შტურმსს უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 1 ტური დარჩა და შტურმი ლიდერ ლასკს 2 ქულით ჩამორჩება.
ზედიზედ მესამედ, ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესოდ დასახელებულმა ოთარ კიტეიშვილმა, გოლი ამ მატჩშიც გაიტანა. 25-ე წუთზე, ქართველმა თავური დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი (ანგარიში 1:3 გახდა). ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 85-ე წუთამდე დარჩა, იქამდე, სანამ მას გიზი მამაგეიშვილი შეცვლიდა.
ოთარს ჩემპიონატში 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა - ის ერთპიროვნული ბომბარდირია.
ჩემპიონატის ბოლო ტურში შტურმი შინ რაპიდს მიიღებს, ლასკი კი სტუმრად აუსტრია ვენას ეთამაშება.
Wir gewinnen in Hartberg und sichern uns zumindest Platz 2 in dieser Saison – nächsten Sonntag gegen Rapid heißt es dann nochmal alles geben! ⚫️⚪️ #sturmgraz #AdmiralBL #HTBSTU
— SK Sturm Graz (@SKSturm) May 10, 2026
____________
HTB 2:4 STU |⏱️90+3' pic.twitter.com/8RHi1VWuIb