არბელოა: ,,ვფიქრობ, მსაჯმა არ იცოდა, რომ კამავინგას ყვითელი ჰქონდა''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, მიუნხენის ბაიერნთან წაგებული მატჩი შეაფასა.
ესპანელმა სპეციალისტმა განსაკუთრებული ყურადღება კამავინგას გაძევებაზე გაამახვილა:
,,გამარჯვებისთვის ეს შემადგენლობა ავირჩიე და არჩევანს არც ახლა შევცვლიდი. ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქე გვყავდა.
დიდებული შეხვედრა გამოვიდა - 3 გოლი გავიტანეთ და მეტის გატანაც შეგვეძლო. ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ვწუხვარ მათ გამო, იმ ძალისხმევის გამო, რაც გაიღეს... ასევე მადრიდელი გულშემატკივრების გამო, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ ან სახლიდან გვადევნებდნენ თვალს. მტკივნეულია, რადგან წელს რეალი მე-16 ტიტულს ვერ მოიგებს.
კამავინგა? ასეთი ქმედების გამო ფეხბურთელს მოედნიდან არ აგდებენ. ვფიქრობ, მსაჯმა არც კი იცოდა, რომ კამავინგა გაფრთხილებული იყო. მან თამაში გააფუჭა. ვერავინ ხვდება, ეს რა იყო. უსამართლობაა! თამაში სწორედ მაგ მომენტში დამთავრდა.
ახლა რას ვაკეთებთ? წინსვლას ვაგრძელებთ, ეს ხომ რეალია! ჩემპიონატში მდგომარეობა ძალიან რთულია, თუმცა ბრძოლა ბოლო დღემდე მოგვიწევს. - ალვარო არბელოა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ბაიერნმა რეალი 4:3 დაამარცხა. შედეგად, კომპანის გუნდმა 2 მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.
🚨🗣️ Arbeloa: “Camavinga? No one understands it. It’s UNFAIR. The game ended there. We won’t win the 16th this year. Very sad for my players.” pic.twitter.com/jRBMU5SkZF
— Madrid Xtra (@MadridXtra) April 15, 2026