Belive

ანჩელოტი: ,,ვგრძნობთ, რომ ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება''

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ატლეტიკოსთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში ჩვენი ბოლო მოგონება განსაკუთრებულია და ამის გამეორება გვსურს. სიტისთან შეხვედრასთან შედარებით, განსხვავებული დაპირისპირება გველის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტილს შევიცვლით.

ვიცით, რომ ჩაკეტილი მატჩი იქნება და ვგრძნობთ, რომ ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. დიდ უპირატესობაზე ვერ ვიფიქრებთ, ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენი მეტოქე ძალიან კარგ სეზონს ატარებს.

სიმეონე ჯერ კიდევ იმ დროიდან მახსოვს, როცა ფეხბურთელი ვიყავი. მან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ლაციოსა და იუვენტუსის მატჩში ჩემ წინააღმდეგ და ასევე, მნიშვნელოვან მატჩში გაიტანა 2000 წელს, ლაციოს საჩემპიონო სეზონში. როგორც მწვრთნელს, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. - კარლო ანჩელოტი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,რეალი'' ,,ატლეტიკოს'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.