ანჩელოტი: ,,მხოლოდ შემტევი ფეხბურთით წარმატების მიღწევა შეუძლებელია''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხორვატიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა:
,,ვფიქრობ, აქ გატარებული პერიოდი დადებითი იყო. მატჩებში ბევრი ისეთი მოთამაშე გამოვცადეთ, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდი. დღეს უკვე თითქმის ჩამოყალიბებული მაქვს ძირითადი შემადგენლობა პირველი მატჩისთვის. სწორ გზაზე ვართ: ერთი თამაში ძალიან კარგია, მეორე - ნაკლებად... რა თქმა უნდა, მომატება გვჭირდება, თუმცა კარგად ვიცით, რის გაკეთებას ვაპირებთ მსოფლიო ჩემპიონატზე.
არის თუ არა ბრაზილია მზად პრაგმატულად თამაშისთვის? დიახ, გუნდი მზადაა! ვფიქრობ, ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ბრაზილიამ ტალანტისა და დაცვის ფანტასტიკური კავშირის წყალობით შეძლო. ისტორია ნათლად მეტყველებს: მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ბრაზილიას უნდა ჰქონდეს ტალანტი, რაც ნამდვილად გვაქვს და თავს კარგად უნდა იცავდეს. სხვა გზა არ არსებობს. მხოლოდ შემტევი ფეხბურთით წარმატების მიღწევა შეუძლებელია.'' - კარლო ანჩელოტი
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მუნდიალის C ჯგუფში მაროკოსთან, შოტლანდიასთან და ჰაიტისთან ერთად იასპარეზებს
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.