ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგაზე | დავიდე ლილის მთავარი მწვრთნელი გახდება
36 წლის დავიდე ანჩელოტი, ბრაზილიაში მუშაობის შემდეგ, ევროპაში ბრუნდება და ევროპულ გუნდს პირველად გაწვრთნის.
ცნობილი ესპანური გამოცემის "Marca"-ს ინფორმაციით, იტალიელი თავკაცი - დავიდე ანჩელოტი ლილს ჩაიბარებს და სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგულ გრანდს უკვე ის გაუძღვება.
Carlo Ancelotti'nin yardımcılığını yapan oğlu Davide Ancelotti, Lille'in yeni teknik direktörü olmak için anlaşmaya vardı. (Marca) pic.twitter.com/wQGF0dhExj
— De Marke Sports (@demarkesports) May 28, 2026
დავიდე ანჩელოტი, რომელიც ლიგა 1-ს პსჟ-ში მუშაობის წყალობით იცნობს და თავისუფლად ფლობს ფრანგულს, კარიერაში კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. მისი გამოცდილება, როგორც ბოტაფოგოს მთავარი მწვრთნელის, ამ თანამდებობას მამამისის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანამდებობასთან ერთად, ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა.
ლილმა ლიგა 1-ში სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, პსჟ-სა და ლანსის შემდეგ, ეს დავიდეს საშუალებას აძლევს, ჩემპიონთა ლიგის პროექტს უხელმძღვანელოს.
როგორც ცნობილი ხდება, დავიდე ანჩელოტი მამამისს მუნდიალზეც დაეხმარება, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, მას ოფიციალურად გამოაცხადებენ ლილის მთავარ მწვრთნელად.
36 წლის დავიდე ანჩელოტი, მთელი კარიერის განმავლობაში მამამისს დაჰყვებოდა. იგი 2012 წელს პსჟ-ში ფიტნეს მწვრთნელად მუშაობდა, 2013 წელს კი რეალში დაიწყო ფიტნეს მწვრთნელობა.
2016-2018 წლებში ბაიერნში კარლო ანჩელოტის დამხმარე მწვრთნელი იყო, შემდეგ მამამისს ნაპოლიში გაჰყვა, მას შემდეგ კი 2019 წელს ევერტონში, საბოლოოდ კი 2021 წლიდან სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის დამხმარედ მუშაობდა. მას შემდეგ რაც კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში წავიდა, დავიდე მას ბრაზილიაშიც გაჰყვა, თუმცა, არა ნაკრებში, არამედ პირველად ჩაუდგა გუნდს სათავეში, კერძოდ კი ბოფატოგოს.