Belive

ამორიმმა რუნის უპასუხა: "მე მანჩესტერს ვწვრთნი, შენ სად ხარ?!"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ "იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჯერად, უსამსახუროდ დარჩენილმა მწვრთნელმა - უეინ რუნიმ, რამდენიმე დღის წინ რუბენ ამორიმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასაცილოა რუბენ ამორიმის გულუბრყვილობა იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას კვლავ განაგრძობს.

ამაზე კი ამორიმის პასუხმა არ დააყოვნა და ლეგენდარულ უეინ რუნის მწარედ უპასუხა.

"სასაცილოა, რომ მე გულუბრყვილო მიწოდეს და ამას უბრალოდ ვერ ვხსნი. გულუბრყვილო არ ვარ, სწორედ ამიტომ ვარ მანჩესტერ იუნაიტედში და 40 წლის ასაკში იმიტომ ვწვრთნი ამ ლეგენდარულ კლუბს.

მესმის, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც პირადად მე და ამ კლუბის გულშემატკივრებს სურთ, თუმცა ყველაფერს დავალაგებ და მერე ვისაუბროთ...

შუა სეზონში მოვედი, როგორი მაგარი მწვრთნელიც არ უნდა იყო, ძალიან რთულია ამ მცირე პერიოდში კლუბი ისე დაალაგო, რომ ჩემპიონობისთვის მზად იყოს, თუმცა მე ამ ყველაფერს შევძლებ, სწორედ ამიტომ მოვედი აქ..." - რუბენ ამორიმი

შეგახსენებთ, რომ "წითელ ეშმაკებს" ურთულესი პერიოდი უდგათ. პრემიერ ლიგის 13-გზის გამარჯვებულები, მიმდინარე სეზონში ყველა შეჯიბრიდან გამოვარდნენ, ასპარეზობას კი მხოლოდ და მხოლოდ პრემიერ ლიგასა და ევროპა ლიგაზე აგრძელებენ.

პრემიერ ლიგაში ევროტურნირებისთვის ბრძოლა თითქმის შეუძლებელია, ევროპა ლიგაზე კი 1/8-ფინალში მათი მეტოქე "რეალ სოსიედადი" იქნება.

რაც შეეხება უეინ რუნის, ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს "მანჩესტერში" 559 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 253 გოლის გატანა და 138 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. რუნი "წითელი ეშმაკების" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები