ალისონი: ,,ალბათ, ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო”
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის” მეკარემ, ალისონმა, ,,პარი სენ ჟერმენთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა.
ბრაზილიელმა დღევანდელ შეხვედრაში მეტოქის დარტყმა 10-ჯერ მოიგერია.
,,ალბათ, კარიერის საუკეთესო მატჩი მქონდა. მწვრთნელი გვეუბნებოდა, რომ პარი სენ ჟერმენთან თამაში ძალიან რთული იქნებოდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა მოგვიწევდა.
ვიცოდით, რა გველოდა… ამ შედეგისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. - ალისონი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულთან'' 0:1 დამარცხდა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 12 მარტს, ინგლისში გაიმართება.