"ადრე მსოფლიო დონის მოთამაშეები გვყავდა, ახლა ყველა ჩვეულებრივია" - ალესანდრო დელ პიერო
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ალესანდრო დელ პიერო იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის მიღმაზე დარჩენას გამოეხმაურა. ლეგენდარული ფეხბურთელი ამბობს, რომ მისი ნაკრები დაცინვის ობიექტია.
იტალია ახლა საერთაშორისო ფეხბურთის დაცინვის ობიექტია. ზედიზედ სამი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ნამდვილად უპატიებელია. როგორ შეიძლება ასეთმა ერმა მსოფლიო ჩემპიონატების მთელი თაობა გამოტოვოს? ოთხგზის გამარჯვებულებს მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წელია გოლი არ გაუტანიათ. ადრე მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ დღეს ფეხბურთელები ძალიან საშუალო დონისები არიან. - განაცხადა დელ პიერომ
🚨 Alessandro Del Piero on Italy’s third World Cup miss in a row ❌🇮🇹
— Darren (@MUFCDarren_) March 31, 2026
“Italy is now the laughing stock of international football. Missing three World Cups in a row is genuinely unforgivable. How can a nation like this miss out on a whole generation of World Cups? Four-time… pic.twitter.com/48qPJLRzVX
გასულ საღამოს იტალია ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებს ეთამაშებოდა. ამ წყვილში გამარჯვებული აშშ-ში ითამაშებდა. გატუზოს შეგირდები დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და პენალტების სერიაში დამარცხდნენ.