ადეიემის დორტმუნდის დატოვება უცნაური მიზეზით სურს - გერმანელი კლუბიდან ზამთარში წავა
23 წლის გერმანელ ფორვარდს - კარიმ კარიმ ადეიემს დორტმუნდის დატოვება სურს და მან მის აგენტს განუცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტი ზამთრის სატრანსფერი ფანჯარაზევე გაწყვიტოს, რაზეც მისმა აგენტმა უარი განაცხა, რის შემდეგაც გერმანელმა ფეხბურთელმა დაითხოვა და ახალი აგენტი აიყვანა.
მიზეზი კი ნამდვილად ძალიან უცნაურია - მის მეგობარ გოგონას მობეზრდა დორტმუნდში ცხოვრება და უკეთეს ევროპულ ქალაქში სურს ცხოვრების გაგრძელება, რაზეც 23 წლის გერმანელი ფეხბურთელიც დათანხმდა.
ამის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანული გამოცემა "Bild" წერს.
😳 According to BILD, Karim Adeyemi has informed Borussia Dortmund that he wants to leave the club 🔜
— SportyTV (@SportyTV) December 15, 2025
The reason? His girlfriend wants to live in a major European city rather than in Dortmund. Following this, the German striker has changed agents and started renegotiating his… pic.twitter.com/Kd6bBJey6e
"Bild"-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ კარიმ ადეიემს სჯერა, რომ ის უკეთეს კლუბში თამაშს იმსახურებს და დორტმუნდში საკუთარი თავი ამოწურა.
23 წლის გერმანელი შემტევი დორტმუნდში 2022/2023 წლების სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც გოლით თავის გამოჩენა 32-ჯერ შეძლო, რასაც 22 საგოლე გადაცემაც დაუმატა.
იგი გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, სადაც ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა, ეროვნულ ნაკრებში კი 2021 წლიდან თამაშობს, სადაც 11 მატჩი დაუგროვდა და 1 გოლის გატანაც შეძლო.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადეიემის ტრანსფერით არსენალი, ინტერი და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან.