433 - საქართველოს ნაკრების მატჩი 2024 წლის 20 საუკეთესო თამაშს შორის მოხვდა
433-ის მომხმარებლემა 2024 წლის საუკეთესო მატჩები დაასახელეს.
გამოკითხვაში მე-18 ადგილი საქართველოსა და თურქეთის შეხვედრამ დაიკავა. მატჩი ევრო 2024-ის პირველ ტურში გაიმართა და თურქების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. სწორედ ამ მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი, ისტორიული გოლის გატანა შეძლო.
433-ის მკითხველთა ვერსიით, წლის საუკეთესო მატჩი 9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ,,რეალსა'' და ,,მანჩესტერ სიტის'' შორის შედგა, რომელშიც ფრე. 3:3 დაფიქსირდა. საპასუხო დაპირისპირებაში ,,სამეფო გუნდმა'' პენალტების სერიაში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
2024 წლის 10 საუკეთესო მატჩი 433-ის მომხმარებელთა აზრით:
რეალი 3:3 მანჩესტერ სიტი
რეალი 0:4 ბარსელონა
მანჩესტერ იუნაიტედი 4:3 ლივერპული
ესპანეთი 2:1 გერმანია
ჩელსი 4:3 მანჩესტერ იუნაიტედი
რეალი 2:1 ბაიერნი
ინტერი 4:4 იუვენტუსი
ბარსელონა 1:4 პსჟ
რეალი 4:2 დორტმუნდი
ატალანტა 3:0 ლევერკუზენი