2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ნაკრების ვინაობა ცნობილია
დღეს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა. მუნდიალზე მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.
მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
სრულად ჯგუფები ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, ჩეხეთი.
B ჯგუფი: კანადა, შვეიცარია, კატარი, ბოსნია ჰერცოგოვინა.
C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, შოტლანდია, ჰაიტი.
D ჯგუფი: აშშ, ავსტრალია, პარაგვაი, თურქეთი.
E ჯგუფი: გერმანია, ეკვადორი, კოტ დ'ივუარი, კურასაო.
F ჯგუფი: ნიდერლანდები, იაპონია, ტუნისი, შვედეთი.
G ჯგუფი: ბელგია, ირანი, ეგვიპტე, ახალი ზელანდია.
H ჯგუფი: ესპანეთი, ურუგვაი, საუდის არაბეთი, კაბო ვერდე.
I ჯგუფი: საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია, ერაყი.
J ჯგუფი: არგენტინა, ავსტრია, ალჟირი, იორდანია.
K ჯგუფი: პორტუგალია, კოლუმბია, უზბეკეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, პანამა, განა.