2022 წლის მუნდიალი რეკორდული აღმოჩნდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
2022 წლის მუნდიალი დასრულებულია - ჩემპიონი კი არგენტინის ნაკრებია. კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული არაერთი მხრივ გამოდგა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსაღნიშნი ის ფაქტია, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გავიდა.
ფინალში გატანილი ექვსი გოლის წყალობით, 2022 წლის მუნდიალზე გოლების რაოდენობამ 172-ს მიაღწია, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
თამაშებში საშუალოდ 2,7 გოლი გადიოდა, ტურნირის ყველაზე შედეგიანი თამაშები: ესპანეთის 7-0 მოგება კოსტა რიკასთან და პორტუგალიის 6-1 შვეიცარიასთან გამარჯვება იყო.
მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი გოლები
- 1930 წელი - 70 გოლი
- 1934 წელი - 70 გოლი
- 1938 წელი - 84 გოლი
- 1950 წელი - 88 გოლი
- 1954 წელი - 140 გოლი
- 1958 წელი - 126 გოლი
- 1962 წელი - 89 გოლი
- 1966 წელი - 89 გოლი
- 1970 წელი - 95 გოლი
- 1978 წელი - 102 გოლი
- 1982 წელი - 146 გოლი
- 1986 წელი - 132 გოლი
- 1990 წელი - 115 გოლი
- 1998 წელი - 171 გოლი
- 2002 წელი - 161 გოლი
- 2006 წელი - 147 გოლი
- 2010 წელი - 143 გოლი
- 2014 წელი - 171 გოლი
- 2018 წელი - 169 გოლი
- 2022 წელი - 172 გოლი