წარუმატებელი თამაში - ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსს გამოეთიშა
საქართველოს #1 ჩოგანმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ინდიან უელსის საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამარჯვებების შემდეგ, ძირითად ბადეში ითამაშა და 1/64-ე ფინალში, ამერიკელ - მარკოს ხირონთან 7:5; 7:6 დამარცხდა, შესაბამისად ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.
მატჩი არასრული 2 საათი მიმდინარეობდა (1 სთ 50 წთ) და საკმაოდ დაძაბული იყო. პირველ სეტში ჩოგბურთელებმა საკუთარი ჩაწოდებები იდეალურად აიღეს და სეტი ტაიბრეიკში გადასვლამდე ახლოს იყო, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი ჩაწოდება დათმო და პირველი სეტი 7:5 წააგო.
მეორე სეტში კი ბასილაშვილი ბრეიკით იგებდა, თუმცა 3:4-ზე საკუთარი ჩაწოდება დაკარგა და მეორე სეტის სურათი რადიკალურად შეიცვალა. საბოლოოდ ქართველი ჩოგბურთელი 2-სეტში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ამ წუთის მონაცემებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს ლაივ რეიტინგში 145-ე პოზიციაზე იმყოფება.