Belive

სანახაობა არ შედგა - ბასილაშვილმა რუბლევთან მატჩი შეწყვიტა

2 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კარგ ტალღაზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა უიღბლოდ დასრულდა. ქართველი ჩოგბურთელი, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ATP-ის ძირითად ბადეში პირველად თამაშობდა და დამაჯერებლადაც, მან მონპელიეს 250-ქულიანი ტურნირის 1/4 ფინალამდე მიაღწია, სადაც ანდრეი რუბლევს ხვდებოდა. რუბლევი ამ შეჯიბრზე პირველ ნომრადაა განთესილი.

სამწუხაროდ, სანახაობა არ შედგა, რადგან ბასილაშვილს ტრავმა თამაშის დაწყების მომენტიდან აწუხებდა. ქართველმა სამედიცინო შესვენება მერვედფინალური მატჩის დროსაც აიღო, თუმცა იქ საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლო და ფრან არტურ რინდერკნეხს 2 სეტში მოუგო. დღევანდელ დაპირისპირებაში ანგარიში და მთლიანად თამში რუსმა ჩოგბურთელმა წაიყვანა, ანგარიში 5:2 იყო (რუბლევის სასარგებლოდ), როცა ბასილაშვილმა თამაშის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, ნიკოლოზი მონპელიეს ტუურნირს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.

სხვა სტატიები