როჯერ ფედერერი როლან გაროსიდან მოეხსნა
3 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
"ჩემი გუნდის წევრებთან ერთობლივი დისკუსიის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე ტურნირიდან უნდა მოვეხსნა. მუხლზე ორჯერადი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესი ჩემთვის საკმაოდ მნიშნველოვანია და ყველამ იცის, რომ ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ არ ვარ სრულყოფილ მზადყოფნაში. ჩემი სხეული და ამდენხნიანი სარეაბილიტაციო პროცესი, არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ გავრისკო და ასპარეზობა გავაგრძელო. ძალიან სასიამოვნოა კორტზე დაბრუნება, შევხვდებით მალე", - აცხადებს მაესტრო.შეგახსენებთ, რომ 2020 წელს როჯერ ფედერერმა მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მნიშვნელოვანი პერიოდი გაუცდა. უქმობის შემდეგ როლან გაროსი მისთვის პირველი დიდი სლემის ტურნირი იყო.