ნიკოლოზ ბასილაშვილი Vs. ანდრეი რუბლევი | პრევიუ
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მონპელიეს 250-ქულიან ტურნირზე გამოსვლას ბრწყინვალედ აგრძელებს. ნიკოლოზი, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ATP-ის ძირითად ბადეში პირველად ასპარეზობს და მერვედფინალში ადგილობრივი არტურ რინდეკნეხი 2 სეტში (6:0 | 7:6) დაამარცხა.
წინ კი 1/4-ფინალური მატჩია, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ძალიან პრინციპული იქნება, რადგან საქართველოს პირველი ჩოგანი, შეჯიბრის პირველ ნომრად განთესილ რუსს - ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წელს ბრწყინვალედ იწყებს - ახალ სეზონთან და წელთან ერთად, ბასილაშვილს ძალიან მომატებული აქვს ყველა კომპონენტში და ეს ყველაფერი სტატისტიკაშიც აისახება.
2025 წელს ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე 11 ჩატარებული მატჩია, სადაც 9-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო 2-ჯერ დამარცხდა.
Last remaining ticket for the quarters: BOOKED 🎟️
— ATP Tour (@atptour) January 30, 2025
Basilashvili gets the better of Rinderknech 6-0 7-6(4) and will face Rublev for a spot in the semis 👀@OpenOccitanie | #openoccitanie pic.twitter.com/6oux5NdEEv
იგივეს ვერ ვიტყვით 27 წლის რუსზე - ანდრეი რუბლევზე, რადგან მას 2025 წელს სულ 3 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ერთი გამარჯვება მოიპოვა (სწორედ მონპელიეს 1/8-ფინალში), 2-ჯერ კი დამარცხდა, მათ შორის ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც ბრაზილიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა - ჟოაო ფონსეკამ 3 სეტში უშანსოდ დაამარცხა.
ბასილაშვილი Vs. რუბლევი | ურთიერთშეხვედრები
ბასილაშვილსა და რუბლევს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარია. მათ ერთმანეთის წინააღმდეგ 6-ჯერ აქვთ ნათამაშები და თითოეულ მათგანს 3-3 გამარჯვება აქვთ მოპოვებული.
2019 წლის 2 იანვარი | ბასილაშვილი 2:0 რუბლევი (დოჰას ტურნირი)
2019 წლის 28 ივლისი | ბასილაშვილი 2:1 რუბლევი (ჰამბურგის ტურნირი)
2019 წლის 13 აგვისტო | ბასილაშვილი 1:2 რუბლევი (ცინცინატის მასტერსი)
2020 წლის 11 თებერვალი | ბასილაშვილი 0:2 რუბლევი (როტედრამის ტურნირი)
2021 წლის 19 ივნისი | ბასილაშილი 1:2 რუბლევი (ჰალეს ტურნირი)
2022 წლის 13 ივნისი | ბასილაშვილი 2:0 რუბლევი (ჰალეს ტურნირი)
მონპელიეს 250-ქულიან ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ანდრეი რუბლევის 1/4-ფინალური დაპირისპირება 31 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.