Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძოლებს

3 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე წლის პირველი მასტერსის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძოლებს. ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ტურნირზე, ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი იქნება, შეხვედრა 4 მარტს გაიმართება.

გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზს მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება დარჩება, რათა მასტერსზე ითამაშოს. ქართველი, წარმატების შემთხვევაში, სლოვაკ იოზეფ კოვალიკისსა და იაპონელ იასუტაკა უჩიამას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ბასილაშვილი ინდიან ველსის ფინალში გავიდა, სადაც 3 სეტში შეხვედრა ბრიტანელ კამერონ ნორისთან დათმო. ნიკოლოზი, ამ მომეტისთვის, ATP რეიტინგის 152-ე ჩოგანია.

სხვა სტატიები