ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ძირითად ბადეში ითამაშებს
1 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრაც მოიგო და პრესტიჟული, 1000-ქულიანი მასტერსის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მიიღო.
ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი იასუტაკა უჩიამა 3 სეტში (6:4 | 3:6 | 6:3) დაამარცხა, შეხვედრა საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს საკვალიფიკაციოზე ორი შეხვედრა უნდა მოეგო, პირველ მატჩში მან ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკს მარტივად, 2 სეტში სძლია.
ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში ბასილაშვილის მეტოქე ATP-ის 48-ე ნომერი, ამერიკელი მარკოს ხირონი იქნება. შეხვედრა 6 მარტს ჩატარდება.