ნიკ კირგიოსი თვლის, რომ ენდი მარი ჯოკოვიჩზე უკეთესი ჩოგბურთელია
მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ თანხმდება თუ ვინ არის საუკეთესო ჩოგბურთელი. ნადალი, ჯოკოვიჩი თუ როჯერ ფედერერი. ბერძენმა მოთამაშემ ნიკ კირგიოსმა კი განაცხადა, რომ ენდი მარი, ნოვაკ ჯოკოვიჩზე უკეთესი ჩოგბურთელია. ბერძენი ყოველთვის გამოირჩეოდა არაორდინალური საქციელით და განცხადებებით. კირგიოსმა ახსნა თუ რატომ არის ენდი მარი ჯოკოვიჩზე უკეთესი: "ჯოკოვიჩი ჩემი ჩაწოდებისას ყოველთვის "დოჯბოლს" მეთამაშება და სწორედ ამ ხერხით ცდილობს ქულების მოპოვებას, რაც ჩემთვის არასპორტული საქციელია. იგივეს ენდი მარი არასდროს აკეთებს და მისი თამაშის სტილი, ჯოკოვიჩისაზე ბევრად უკეთესია." კირგიოსმა და მარიმ, კარანტინის დროს ერთმანეთთან ვიდო ზარით ისაუბრეს და ამ თემას სწორედ ამ ზარის დროს შეეხნენ.
Nick Kyrgios has let himself go on Instagram Live with Andy Murray: "I think you are better than Djokovic. Djokovic was playing dodgeball on my serve and you were slapping it for a winner. He was trying to dodge it, you were on it like a light." pic.twitter.com/iX14tBTw34 — We Are Tennis (@WeAreTennis) May 17, 2020