ბასილაშვილმა ინდიან ველსის საკვალიფიკაციოზე პირველი თამაში მოიგო
2 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პრესტიჟული მასტერსის საკვალიფიკაციო ტურნირი წარმატებით დაიწყო. ინდიან ველსის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ქართველ ჩოგბურთელს 2 მატჩის მოგება სჭირდებოდა, რომლიდანაც პირველი გამარჯვებით დაასრულა.
ბასილაშვილმა ამერიკელი მეტოქე კრისტოფერ ეუბანკსი, 2 სეტში (6:2 | 6:4) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ უებანკსი რეიტინგში ნიკოლოზზე წინ არის, ამერიკელი 104-ეა, ქართველი კი 152-ე.
4 მარტს ბასილაშვილი, მასტერსის ძირითად ბადეში მოსახვედრად, იაპონელ იასუტაკა უჩიამას დაუპირისპირდება, რომელიც ATP-ის 160-ე ჩოგანია.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა, 2021 წელს, ინდიან ველსის ფინალი ითამაშა, სადაც შეხვედრა 3 სეტში, ბრიტანელ კამერონ ნორისთან დათმო.